12:53:33     08-08-2011
ყაზახეთში „სტეპის არწივი–2011“ დაიწყო
ყაზახეთის სამხრეთით, ტაქტიკურ–სპეციალური სწავლება, „სტეპის არწივი–2011“ დაიწყო. მასში მონაწილეობას ყაზახი სამშვიდობოების დანაყოფი „კაზბრიგი“ და „კაზბატი“ და ამერიკის შეერთებული შტატების და დიდი ბრიტანეთის სამხედრო მოსამსახურეები მიიღებენ.
როგორც ყაზახეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, წელს მონაწილეების შემადგენლობა გაიზარდა. სწავლებაში, ასევე, ჩაერთვებიან ლიტვის და ყირგიზეთის არმიელები. ჯარისკაცებს ელოდებოდნენ, აგრეთვე, ტაჯიკეთიდან, მაგრამ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისადმი მოსამზადებელი რეპეტიციის გამო, ეს გეგმა ჩაიშალა.
ყაზახეთის მხრიდან, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო–საჰაერო ძალების ვერტმფრენები, სამხედრო პოლიციის წარმომადგენლები, ქვეითი ბატალიონი, სამხედრო ინსტიტუტის კურსანტები და სხვა. ქვეყნის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ამ წელს არა მხოლოდ მონაწილეების რაოდენობა, არამედ ღონისძიების ჩატარების საზღვრებიც გაიზრდება და მასში რამდენიმე პოლიგონი ჩაერთვება.
0