ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმა, გრიგოლ აბრალავა, პოლიციისთვის  წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე მეგობართან ერთად დააკავეს ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმა, გრიგოლ აბრალავა, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე მეგობართან ერთად დააკავეს />


  23:29:05     04-06-2020

ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმა, გრიგოლ აბრალავა, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე მეგობართან ერთად დააკავეს

a99963.jpg

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრის, ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმა, გრიგოლ აბრალავა მეგობართან ერთად დააკავეს.

როგორც დაკავებულის ადვოკატმა იოსებ ხარატიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ორი დღის წინ , გრიგოლ აბრალავა მეგობართან ერთად ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ავტომობილით მოძრაობდა, რა დროსაც ისინი სამართალდამცავებმა გააჩერეს. ადვოკატის თქმითვე, ამის შემდეგ მოხდა სამართალდამცავებთან შელაპარაკება. ხარატიშვილი ირწმუნება, რომ გრიგოლ აბრალავას სამართალდამცავებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

„აბრალავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. ბრალში პირდაპირ წერია, რომ აბრალავა პოლიციელებს ფიზიკურად არ გასწორებია.

შემთხვევა გუშინწინ ღამე მოხდა, თუ არ ვცდები, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე. საჭესთან თვითონ არ მჯდარა, მეგობართან ერთად იმყოფებოდა, საპატრულო პოლიციის მოწოდებისას მანქანა არ გაჩერდა, მერე გააჩერეს და მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება, ფიზიკური დაპირისპირება აბრალავას მხრიდან არ ყოფილა. ვინაიდან საქმეს არ ვიცნობთ და ახლა მოგვცეს, აბრალავა დუმილის უფლებას იყენებს, მაგრამ გამოძიებასთან თანამშრომლობს, დოკუმენტაციას ხელს აწერს და ყველა საგამოძიებო მოქმედებაში იღებს მონაწილეობას“, - განაცხადა ხარატიშვილმა.

 

0

ავტორი: