17:43:11     04-06-2020
ბაგებში მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმეზე სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს

ბაგებში მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმეზე, ცოტა ხნის წინ, სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს.
როგორც ცნობილია, დაკავებული იმ კაფეს ერთ-ერთი მეწილეა, რის გამოც მხარეებს შორის უთანხმოება მოხდა.
ევროპის მოედანზე მდებარე ბარის "არტ-ჰაუსის" ერთ-ერთი მეწილე პოლიციამ მომხდარ სისხლიან დაპირისპირებასთან დაკავშირებით მოწმის სტატუსით გუშინ დაკითხა.
ბაგებში, სადაც ორი მამაკაცი დაიჭრა, ექსპერტ-კრიმინალისტები გუშინ გვიან ღამემდე მუშაობდნენ. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში სამართალდამცველებმა მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი ერთ-ერთი ავტომობილიც გაჩხრიკეს. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო.
0