მექსიკაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში 1 092 კოვიდინფიცირებული პაციენტი დაიღუპა მექსიკაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში 1 092 კოვიდინფიცირებული პაციენტი დაიღუპა />


  16:56:05     04-06-2020

მექსიკაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში 1 092 კოვიდინფიცირებული პაციენტი დაიღუპა

a99942.jpg

მექსიკაში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვი 1 092-ით გაიზარდა - ამის შესახებ ინფორმაციას ალ ჯაზირა ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წინა დღის მონაცემებთან შედარებით, მექსიკაში კოვიდინფექციის მსხვერპლთა რიცხვი თითქმის გაორმაგდა.

ეპიდემიის დაწყების შემდეგ, მექსიკაში კორონავირუსით ინფიცირების 101 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, 11 000-ზე მეტი ადამიანი კი, დაიღუპა.

პირველ ივნისს მექსიკის ხელისუფლებამ ინდუსტრიული და ბიზნეს საქმიანობის ეტაპობრივი გახსნა დაიწყო.

0

ავტორი: