არქტიკულ წრეზე, მდინარეში 20 000 ტონა დიზელის ჩაღვრის გამო, ვლადიმერ პუტინმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა არქტიკულ წრეზე, მდინარეში 20 000 ტონა დიზელის ჩაღვრის გამო, ვლადიმერ პუტინმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა />


  15:06:40     04-06-2020

არქტიკულ წრეზე, მდინარეში 20 000 ტონა დიზელის ჩაღვრის გამო, ვლადიმერ პუტინმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

a99940.png

არქტიკულ წრეზე, მდინარეში 20 000 ტონა დიზელის ჩაღვრის გამო, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

დაღვრა მაშინ მოხდა, როდესაც ციმბირის ქალაქ ნორილსკთან ახლოს ელექტროსადგურზე განთავსებული საწვავის ავზი ჩამოინგრა.

ოფიციალურმა პირებმა ინციდენტის შესახებ მხოლოდ ორი დღის შემდეგ შეიტყვეს, რის გამოც რუსეთის პრეზიდენტმა აღშფოთება გამოთქვა.

ქარხანა ეკუთვნის „ნორლისკ ნიკელის“ შვილობილ კომპანიას, რომელიც მსოფლიოში ნიკელის და პალადიუმის წამყვანი მწარმოებელია. სატელევიზო კონფერენციის დროს, რუსეთის პრეზიდენტმა კომპანიის ხელმძღვანელი უმკაცრესად გააკრიტიკა.

დიზელის ჩაღვრის შემდეგ, 350 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაბინძურდა. ვლადიმერ პუტინმა ინციდენტის გამოძიების ბრძანება გასცა, მანამდე კი ელექტოსადგურის მმართველი დააკავეს.

0

ავტორი: