14:02:19     04-06-2020
ოზურგეთში მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი და "ქართული ოცნების" აქტივისტი ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს
ოზურგეთში მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი და "ქართული ოცნების" აქტივისტი ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
ის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და მობილიზაციის სამსახურის თანამშრომელია.
გავრცელებული ინფორმაციით, არჩევნების დროს ის ოზურგეთის ერთ-ერთი დიდი ზონის, ზვანის უბნის უფროსი იყო. ადგილობრივ ხელისუფლებასა და "ქართული ოცნების" ოფისში აღნიშნულ ფაქტს არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. ამბობენ, რომ ინფორმაცია პრესის საშუალებით შეიტყვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოზურგეთში ორი დღის წინ ერთი პირი ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. საქმე 260-ე მუხლის პირველი ნაწილით არის აღძრული.
0