უმძიმესი მდგომარეობა ბრაზილიაში - ბოლო 24 საათში კორონავირუსით 29 000-მდე ადამიანი დაინფიცირდა უმძიმესი მდგომარეობა ბრაზილიაში - ბოლო 24 საათში კორონავირუსით 29 000-მდე ადამიანი დაინფიცირდა />


  13:32:37     03-06-2020

უმძიმესი მდგომარეობა ბრაზილიაში - ბოლო 24 საათში კორონავირუსით 29 000-მდე ადამიანი დაინფიცირდა

a99896.jpg

ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 1 262 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 31 199-ს მიაღწია, - ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცის სამინისტრო ავრცელებს.

ქვეყანაში კოვიდინფიცირების 28 936 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულების რიცხვი 555 383-მდე გაიზარდა.

შემთხვევების რეკორდული ზრდა დაფიქსირდა სამხრეთ ამერიკის კიდევ ერთ ქვეყანაში - პერუში. მედიის ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 4 845 ადამიანი დიანფიცირდა და დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 174 884-მდე გაიზარდა. ფატალურმა შემთხვევებმა კი 133-ით მოიმატა და 4 767-ს მიაღწია.

0

ავტორი: