12:28:43     02-06-2020
ახალციხეში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას შსს-ს თანამშრომელი ემსხვერპლა

ახალციხეში, სოფელ წნისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ემსხვერპლა.
წინასწარი ინფორმაციით, ავტომობილი ბორდიურს შეეჯახა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა და შემთხვევისთვის პირად ავტომობილს მართავდა.
0