16:48:04     01-06-2020
კორონავირუსით დაინფიცირებული ბელგიის პრინცი საზოგადოებას ბოდიშს უხდის
კორონავირუსით დაინფიცირებული ბელგიის პრინცი ესპანეთში, კარანტინის დროს სადღესასწაულო საღამოზე დასწრების გამო ბოდიშს იხდის.
გავრცელებული ინფორმაციით, პრინცი ხოაკიმი 26 მაისს ესპანეთში გაემგზავრა, სადაც წვეულებას დაესწრო. მედიის ცნობით, წვეულებაზე კიდევ 27 პირი იმყოფებოდა. სწორედ აღნიშნული საღამოს შემდეგ დაუდასტურდა პრინცს კოვიდინფექცია.
„ბოდიშს გიხდით, რომ არ დავიცავი კარანტინის წესები. ვნანობ ჩემს საქციელს და შედეგებსაც ვიმკი“ - განაცხადა პრინცმა.
ესპანეთის პოლიცია წვეულების გამართვის საკითხზე გამოძიებას აწაროებს.
0