"მაშინ როცა შავკანიანებს კლავენ, რასისტ ტრამპს არაფერი უჩვენებია უვიცობისა და ცრურწმენის გარდა" "მაშინ როცა შავკანიანებს კლავენ, რასისტ ტრამპს არაფერი უჩვენებია უვიცობისა და ცრურწმენის გარდა" /> "/> " />


  10:04:55     01-06-2020

"მაშინ როცა შავკანიანებს კლავენ, რასისტ ტრამპს არაფერი უჩვენებია უვიცობისა და ცრურწმენის გარდა"

a99816.jpg

Independent-ის ცნობით, მომღერალმა ლედი გაგამ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სულელი და რასისტი უწოდა.

"ძალიან იმედგაცრიებული ვარ ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო. შავკანიანი ადამიანებს ხმა დიდი ხანია ჩახშობილი იყო და უკვე ბევრჯერ დამტკიცდა, რომ ეს სიჩუმე მომაკვდინებელია. რაც არ უნდა გააკეთონ პროტესტის ნიშნად, ლიდერები, რომლებმაც უნდა დაიცვან, მათ მიმართ თანაგრძნობას არ გამოხატავენ. მაშინ როცა შავკანიანებს კლავენ, რასისტ ტრამპს არაფერი უჩვენებია უვიცობისა და ცრურწმენის გარდა. ის რასიზმით გაჟღენთილ სისტემას აძლიერებს, ყველანი ვხედავთ რა ხდება. ცვლილებების დროა“, - წერს მომღერალი სოციალურ ქსელში.

როგორც ცნობილია, აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას აშშ-ის ქალაქებში მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს.

0

ავტორი: