მძინარე ცოლს კობრა დაუწვინა და უყურებდა, როგორ კლავდა ქვეწარმავალი ქალს - ინდოეთში, სასტიკი დანაშაულის მოტივი მკვლელობის ფორმაზე კიდევ უფრო საშინელი აღმოჩნდა მძინარე ცოლს კობრა დაუწვინა და უყურებდა, როგორ კლავდა ქვეწარმავალი ქალს - ინდოეთში, სასტიკი დანაშაულის მოტივი მკვლელობის ფორმაზე კიდევ უფრო საშინელი აღმოჩნდა />


  23:15:29     31-05-2020

მძინარე ცოლს კობრა დაუწვინა და უყურებდა, როგორ კლავდა ქვეწარმავალი ქალს - ინდოეთში, სასტიკი დანაშაულის მოტივი მკვლელობის ფორმაზე კიდევ უფრო საშინელი აღმოჩნდა

a99811.jpg

მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს, 27 წლის სურაჯი, ინდოეთის ქალაქ კოლამში სასტიკი დანაშაულის განხორციელებას შეუდგა - მან ქვეწარმავალი შეიძინა და მძინარე ცოლს საწოლში შეუცურა. ჩხრიალა გველმა ქალი დაკბინა, რის გამოც 25 წლის ქალს ორი თვე საავადმყოფოში გატარება მოუწია. თავდაპირველად, ეს ინციდენტი ყველას შემთხვევითობა ეგონა და სურაჯზე ეჭვი არავის მიუტანია.

დაუსჯელობის სინდრომის გამო შეგულიანებულმა სურაჯმა კვლავ გადაწყვიტა თავისი ბოროტი გეგმის განხორციელება. მამაკაცი წავიდა მეუღლის მშობლების სახლში, სადაც იგი საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ წაიყვანეს და გაიმეორა ძველი სქემა. ამჯერად მან იყიდა კობრა და ისევ შევიდა მისი მძინარე ცოლის ოთახში. კობრის ნაკბენმა ქალი ადგილზე მოკლა, დილით კი მისმა მშობლებმა ქალიშვილი საწოლში მკვდარი იპოვნეს - წერს India Today

მას შემდეგ, რაც 25 წლის ქალს ქვეწარმავალმა მეორედ უკბინა, გარდაცვლილის მშობლებსა და ახლობლებს გარკვეული ეჭვები გაუჩნდათ. გამოძიებამ დაადგინა ის ლოკაციაც, სადაც სურაჯმა ქვეწარმავლები შეიძინა. დაკავების შემდეგ სურაჯმა ცოლის მკვლელობა აღიარა და განაცხადა, რომ სხვაზე დაქორწინება სურდა, თუმცა პირველ ცოლთან განქორწინების შემთხვევაში არ მიიღებდა მეუღლის მდიდარი ოჯახისგან გარკვეულ თანხას, რომელიც დაქორწინების შემდეგ აჩუქეს.

0

ავტორი: