14:39:55     30-05-2020
აშშ-ის ქალაქებში, აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო, არეულობა გრძელდება
აშშ-ის ქალაქებში, მომიტინგეებსა და პოლიციელებს შორის, მინეაპოლისში შეუიარაღებელი აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო, შეტაკება მოხდა.
ფლოიდის მკვლელობის გამო სამსახურიდან რამდენიმე სამართალდამცველი გაათავისუფლეს, ხოლო პოლიციის 4 ყოფილი ოფიცერი დააკავეს. მომიტინგეები კი მოითხოვენ დანარჩენი პოლიციელებიც გასამართლდნენ.
ხელისუფლების განცხადებით, დერეკ შოვინი დაკავებულია. მათი განცხადებით, ეს არის პოლიციელი, რომელმაც ფლოიდის დაკავების დროს მახრჩობელა ილეთი გამოიყენა (კისერი დაიდო მუხლზე), რის გამოც ფლოიდი გარდაიცვალა. შოვინს ბრალი წაუყენეს ძალის გამოყენებით მკვლელობაში, რაც მინესოტას შტატის კანონებით, 25 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
0