სამწუხარო ანტირეკორდი ბრაზილიაში -  ბოლო 24 საათში, ქვეყანაში კორონავირუსის 26 417 ახალი შემთხვევა დადასტურდა სამწუხარო ანტირეკორდი ბრაზილიაში - ბოლო 24 საათში, ქვეყანაში კორონავირუსის 26 417 ახალი შემთხვევა დადასტურდა />


  12:11:31     29-05-2020

სამწუხარო ანტირეკორდი ბრაზილიაში - ბოლო 24 საათში, ქვეყანაში კორონავირუსის 26 417 ახალი შემთხვევა დადასტურდა

a99774.jpg

ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 26 417 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც, პანდემიის გავრცელების დროიდან ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია.

ბრაზილიაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 438 238-ს აღწევს.

რაც შეეხება ფატალურ შემთხვევებს, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ვირუსით 1 156 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 26 754 -მდე გაიზარდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით ქვეყანა კვლავ მეორე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-ის შემდეგ.

0

ავტორი: