საფრანგეთის პარლამენტის წევრი კორონავირუსით გარდაიცვალა საფრანგეთის პარლამენტის წევრი კორონავირუსით გარდაიცვალა />


  15:53:03     28-05-2020

საფრანგეთის პარლამენტის წევრი კორონავირუსით გარდაიცვალა

a99749.jpg

საფრანგეთის პარლამენტის წევრი, კლოდ გოასგენი კორონავირუსით გარდაიცვალა. პოლიტიკოსი 75 წლის იყო.

კლოდ გოასგენი საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატის, ეროვნული ასამბლეის წევრი იყო. საკანონმდებლო ორგანოში ის რესპუბლიკელებს წარმოადგენდა.

კლოდ გოასგენი კორნავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოში ჯერ კიდევ მარტში მოხდა. ფრანგული მედიის ცნობით, გარდაცვალების უშუალო მიზეზი COVID-19-ის გართულებებით გამოწვეული გულის შეტევა გახდა.

კლოდ გოასგენი ეროვნული ასმბლეაში 1993 წელს აირჩიეს, მანამდე ის პარიზის საქალაქო საბჭოს წევრი იყო, ასევე იყო დედაქალაქის მე-16 ოლქის მერი.

0

ავტორი: