სტიქია მესტიაში - ადიდებულმა მდინარემ 12 ოჯახი გარესამყაროს მოწყვიტა სტიქია მესტიაში - ადიდებულმა მდინარემ 12 ოჯახი გარესამყაროს მოწყვიტა />


  18:24:49     25-05-2020

სტიქია მესტიაში - ადიდებულმა მდინარემ 12 ოჯახი გარესამყაროს მოწყვიტა

a99671.jpg

მესტიაში სტიქიის შედეგად 12 ოჯახი მძიმედ დაზარალდა. მესტიის მერიის ინფორმაციით, საუბარია ხაიშის თემის სოფელებზე- ვედსა და ხევრაზე, სადაც ადიდებულმა მდინარემ და ღელემ სოფლის გზა წაიღო და შედეგად რამდენიმე ოჯახი გარესამყაროს მოწყდა.

სოფელ ვედიში ერთი, სოფელ ხევრაში კი 11 ოჯახია დაზარალებული.

გზის აღდგენითი სამუშაოები აღნიშნულ ლოკაციებზე გამოდარებისთანავე დაიწყება.

0

ავტორი: