12:43:44     25-05-2020
გორში 28 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვნეს - ოჯახი ვარაუდობს, რომ ის მეუღლემ მოკლა
გორში, ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს - ოჯახი პასუხისმგებლობას გარდაცვლილის ქმარს აკისრებს.
მათი თქმით, 28 წლის ირინა თოიძეს სხეულზე ძალადობის კვალი აღენიშნება.
ფაქტია, რომ ეტყობა ძალადობა. ან შემოარტყა ან დაარტყა. ნასვამი იყო, რა ვიცი, ეწევა ის ბიჭი რაღაცეებს, რა ჭკუაზე იყო ის ბიჭი ვინ დაინახა. რა თქმა უნდა, ყველა ქმარს ვადანაშაულებთ. კოპი აზის, თვალი აქვს ჩალურჯებული, ყბა აქვს დასიებული, ტუჩი აქვს მოკვნეტილი - ამბობს გარდაცვლილის ოჯახის ახლობელი მაია ბაღაშვილი.
ერთ-ერთი ვერსიით, ქალი ჯერ გაძარცვეს შემდეგ კი მოკლეს.
ეტყობა სცემა, ეტყობა ფული უნდოდა, ექსპერტს უნდა ვკითხოთ, ბეჭდები და არაფერი აღარ აქვს - ამბობს გარდაცვლილის ოჯახის წევრი.
საქმეზე გამოძიება შსს-მ თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო თუმცა, ოჯახი საგამოძიებო უწყებას საქმის გადაკვალიფიცირებას სთხოვს და დამნაშავის დასჯას ითხოვს. ახალგაზრდა ქალს, ოთხი წლი შვილი დარჩა.
0