14:59:05     22-05-2020
"გვიშველეთ" - ერთი კვირაა 20 ქართველი ირან-აზერბაიჯანის საზღვარზეა გაჭედილი - "გვითხრეს რომ საქართველოდან არ გვაქვს ნებართვა, რომ გაგიშვათო"
"პრესა.ჯიმ" ექსკლუზიურად გაარკვია რომ 20-მდე ქართველი მძღოლი, აზერბაიჯანისა და ირანის საზღვართან გააჩერეს და საქართველოს მიმართულებით არ უშვებენ. მათ უკვე ერთი კვირაა ტერიტორიის დატოვების უფლებას არ აძლევენ, არ აქვთ საკმარისი პროდუქტები...
"პრესა.ჯი" ერთ-ერთ მათგანს, ილო ჩუბინიძეს დაუკავშირდა.
"პრესა.ჯი": რატომ არ გაძლევენ საქართველოსკენ წამოსვლის უფლებას?
ილო ჩუბინიძე: ერთ კვირაზე ცოტა მეტია საქართველოდან წამოვედით, მძღოლები ვართ, ირან-აზერბაიჯანის საზღვართან "ბიტუმით" - ასფალტის მასალით დავიტვირთეთ და საქართველოში უნდა დავბრუნებულიყავით.
[I=2]როდესაც საქართველო დავტოვეთ, გვქონდა ნებართვა.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვითხრეს რომ არანაირი პრობლემა არ შეგვექმნებოდა უკან დაბრუნებისას, თუმცა, უკვე ერთი კვირაა არ გვიშვებენ.
აზერბაიჯანული მხარე გვეუბნება რომ საქართველოს ხელისუფლებისგან არ აქვთ ნებართვა ჩვენს გამოშვებაზე.
- რამდენი მანქანაა გაჩერებული თქვენთან ერთად?
- ჯამში 20-მდე ქართველი მძღოლია. მარტო ამ ადგილზე, ჩემთან ერთად 7 მანქანა და 10 ქართველი ვართ. იქით არიან კიდევ.
- კონკრეტულად ვინ შეგპირდათ რომ უკან, საქართველოში დაბრუნებისას პრობლემა არ შეგექმნებოდათ?
- სახმელეთო გადაზიდვებში, მიხეილ ხმალაძემ მოგვცა ნებართვა. მანვე გვითხრა რომ არანაირი პრობლემა არ შეგვექმნებოდა.
- რატომ მოგატყუათ?
- არ ვიცი მოგვატყუეს თუ არა, მაგრამ ასე კი ვართ ახლა, გაჩერებული აქ, უკვე ერთი კვირაა.
ნეიტრალურ ტერიტორიაზე, აზერბაიჯანსა და ირანის საზღვარს შორის ვართ გაჭედილები.
ტრანზიტით მოვდივართ, მაგრამ აზერბაიჯანელები არ გვიშვებენ, საქართველომ უნდა მოგვცეს ამის უფლებაო.
0