12:23:44     06-08-2011
თამთა ლიპარტელიანის ცხედარი ეკლესიაში უკვე გადაასვენეს

ნორვეგიაში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულ თამთა ლიპარტელიანს დღეს მშობლიურ ქალაქ ქუთაისში დაკრძალავენ.
ქართველი გოგონას ცხედარ აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ანდრია პირველწოდებულის ტაძარში დაახლოებით 12 საათზე დაასვენეს და სამოქალაქო პანაშვიდი დაიწყო.
ტრაგიკულად დაუპული გოგონას დაკრძალვას ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის პოლიტიკური მრჩეველი და ნორვეგიის „ლეიბორისტული პარტიის“ საერთაშორისო სამდივნოს უფროსი სინე ბრუდესეტი დაესწრება.
ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო კალანდაძისა და საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩის, ერლინგ შონსბერგის გუშინდელი შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.
დღესვე ქუთაისში ჩავლენ საქართველოში ნორვეგიის სამეფოს ელჩი და საელჩოს თანამშრომელი.
ნორვეგიული მხარე ღრმა მწუხარებას გამოხატავს ქართველი გოგონას ტრაგიკულად დაღუპვის გამო. ნინო კალანდაძე გუშინვე საქმის კურსში ჩააყენა ნორვეგიის ელჩმა, თუ რა დამხარებას გაუწევს ნორვეგიული მხარე გარდაცვლილის ოჯახს.
ლიპარტელიანის ოჯახის გარდა, ტერაქტის შედეგად დაღუპული სხვა ახალგაზრდების დაკრძალვისა და ფულადი კომპენსაციის ხარჯებსაც ნორვეგიული მხარე გაიღებს. გავრცელებული ინფორმაციით, დღესვე თამთა ლიპარტელიანის დაკრძალვის ცერემონიალზე ქუთაისში ჩავლენ ხელისუფლების წარმომადგენლებიც.
შეგახსენებთ, ორი ქართველი გოგონა, თამთა ლიპარტელიანი და ნათია ჩხეტიანი ნორვეგიაში, ქალაქ ოსლოდან რამდენიმე ათეული კოლომეტრის დაშორებით, კუნძულ უტოიაზე საზაფხულო ბანკში იმყოფებოდნენ. 22 ივლისს კი კუნძულზე 32 წლის ანდერს ბრეიკმა ტერორისტული აქტი განახორციელა, რომლის შედეგადაც 84 ადამიანი დაიღუპა. ნათია ჩხეტიანი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, 21 წლის თამთა ლიპარტელიანის გვამი კი ორდღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ წყალში იპოვეს. მას ზურგში ორი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. ის ტერორისტის მსხვერპლთა შორის ერთადერთი არანორვეგიელია.
თამთა ლიპარტელიანისთვის უკანასკნელი პატივის მისაგებად ქუთაისში უკვე უამრავი ადამიანი მივიდა. მაღალი ტემპერატურის მიუხედევად, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიის შესასვლელთან ცოცხალი რიგია გაჭიმული.
0