22:54:52     21-05-2020
ჩოხატაურში მამამ 29 წლის შვილი მოკლა და დანაშაულის ადგილიდან მიიმალა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ შუა ამაღლებაში მკვლელობა მიხდა.
არსებული ინფორმაციით, 49 წლის მამამ 29 წლის შვილს დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ახალგაზრდა სასწრაფო სამედიცინო-დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. დაჭრილის გადარჩენა ვერ მოხერხდა და ის კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
0