23:31:14     18-05-2020
ევროპასა და აშშ-ში, CoViD-19-ის ფონზე, ბავშვებს უცნაური სინდრომი უვითარდებათ
აშშ-ში, საფრანგეთსა და იტალიაში, CoViD-19-ის ფონზე ბავშვებში კავასაკის სინდრომის ანთებითი შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა. მედიკოსები ამ შემთხვევას კორონავირუსის პანდემიას უკავშირებენ. მცირე პაციენტები საავადმყოფოებში ხვდებიან გამონაყარის, ცხელების, მუცლის ტკივილისა და პირღებინების დროს.
ეს დაავადება დაფიქსირდა პარიზში, 27 აპრილიდან 7 მაისამდე, 17 არასრულწლოვანი პედიატრიულ დაწესებულებებში აღნიშნული სიმპტომებით მოხვდა. მათი საშუალო ასაკი შვიდი წელია (3,7-დან 16 წლამდე). ბავშვების 60% -ს ჰყავს აფრიკული წარმოშობის მინიმუმ ერთი მშობელი. მონაცემები გამოქვეყნდა სამედიცინო პორტალზე medRxiv. უფრო მეტიც, ბოლო ორი წლის განმავლობაში არ ყოფილა ისეთი ორკვირიანი პერიოდები, როდესაც ერთზე მეტი ბავშვი დაავადდა.
იტალიაში ექსპერტებმა კავასაკის სინდრომის ოცდაათპროცენტიანი ზრდა დააფიქსირეს - იტყობინება ჟურნალ Lancet. ხუთი წლის განმავლობაში, 2015 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 17 თებერვლამდე დაფიქსირდა მხოლოდ 19 ასეთი შემთხვევა, ხოლო მიმდინარე წლის 18 თებერვლიდან 20 აპრილამდე, საავადმყოფოში ათი ბავშვი იმყოფებოდა, მათგან რვას კორონავირუსი დაუდასტურდა.
ექსპერტები არ გამორიცხავენ პირდაპირ კავშირს ამ ორ დაავადებას შორის.
ანალოგიური ვითარებაა დაფიქსირებული აშშ-ში. ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ Twitter- ზე დაწერა, რომ გვერდითი დაავადება 17 შტატში არის დაფიქსირებული. ნიუ-იორკის მერის ინფორმაციით, აღნიშნული სიმპტომებით უკვე სამი პაციენტი გარდაიცვალა.
შეერთებული შტატების ხელისუფლებამ დაავადებას მულტისისტემის ანთებითი სინდრომი უწოდა, ამის საწინააღმდეგოდ იგივე საშუალებებია გამოყენებული, რასაც კავასაკის სინდრომის საწინააღმდეგოდ იყენებენ, რადგან სიმპტომები ამ დაავადებას ძალიან ჰგავს.
მაისის დასაწყისში, კავასაკის სინდრომის მქონე ბავშვები დიდი ბრიტანეთის საავადმყოფოებშიც გამოჩნდნენ. ჯანმრთელობის ეროვნული სისტემის წარმომადგენლებმა გააფრთხილეს ექიმები, რომ ახალი გართულება კორონავირუსის გამო იყოს გამოწვეული. თოთხმეტი წლის ბიჭი თავის ტვინის სისხლდენის შედეგად გარდაიცვალა, ასამდე არასრულწლოვანი ავად გახდა.
ახალი საშიში დაავადების გაჩენის შემთხვევები, ეპიდემიის ფონზე, დაფიქსირდა ასევე შვეიცარიასა და გერმანიაში. ხელისუფლება და ექიმები შეშფოთებულნი არიან მისი წარმოშობით და მშობლებს მოუწოდებენ ყურადღება მიაქციონ ბავშვებში მცირედი სიმპტომების გამოვლენას.
0