10:33:50     18-05-2020
ძალიან მალე ბრაზილიის საავადმყოფოებში კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტებისთვის საკმარისი ადგილები აღარ იქნება - BBC
ძალიან მალე ბრაზილიის საავადმყოფოებში კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტებისთვის საკმარისი ადგილები აღარ იქნება - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, განსაკუთრებულად მძიმე სიტუაცია ქვეყნის ყველაზე დიდ ქალაქ სან-პაულოში შეიქმნება, სადაც სტაციონარებში ადგილების დეფიციტი უკვე აღინიშნება. ამასთან, ექსპერტების ცნობით, ბრაზილიაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა ოფიციალურ მონაცემებს ბევრად აღემატება, რისი მიზეზიც ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში კორონავირუსის ტესტების არარსებობაა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ბრაზილიაში კორონავირუსით დაინფირებისა და გარდაცვალების შემთხვევები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 241 000-ს გადააჭარბა, ვირუსს 16 122 ადამიანი ემსხვერპლა. კორონავირუსით დაინფიცრებული პაციენტების რაოდენობით ბრაზილიამ იტალიასა და საფრანგეთს გადაუსწრო.
0