10:28:36     18-05-2020
დღეს ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება, რომელსაც ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა დაესწრებიან

დღეს ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება, რომელსაც გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი დაესწრებიან. შეხვედრა ლეიბორისტების პარტიის ოფისში 14.00 საათზე გაიმართება.
როგორც ოპოზიციური პარტიების ლიდერები აცხადებენ, მსგავსი ფორმატის შეხვედრებს ხშირი ხასიათი მიეცემა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 15 მაისს გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა.
0