ბალტიის ქვეყნებმა ერთმანეთთან საზღვრები გახსნეს ბალტიის ქვეყნებმა ერთმანეთთან საზღვრები გახსნეს />


  14:12:43     15-05-2020

ბალტიის ქვეყნებმა ერთმანეთთან საზღვრები გახსნეს

a99413.jpg

ბალტიის ქვეყნებმა ერთმანეთთან საზღვრები გახსნეს. დღეიდან, ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის მცხოვრებლებს შეეძლებათ აღნიშნულ ქვეყნებში შეზღუდვების გარეშე იმოგზაურონ, ხოლო ევროკავშირის სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს სამივე სახელმწიფოში ჩასვლისას 14- დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.

ცნობისთვის, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, სამივე ქვეყანაში ერთად კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 150-ს არ აღემატება, ხოლო მთლიანობაში ბალტიისპირეთში დაფიქსირებული შემთხვევების რაოდენობა ამ დროისთვის 4259-ს შეადგენს.

0

ავტორი: