"მე, როგორც ექიმი, შეშფოთებული ვარ შეზღუდვების მოხსნით, რადგან შეიძლება ვირუსის მეორე ტალღა მივიღოთ" "მე, როგორც ექიმი, შეშფოთებული ვარ შეზღუდვების მოხსნით, რადგან შეიძლება ვირუსის მეორე ტალღა მივიღოთ" /> "/> " />


  13:59:03     15-05-2020

"მე, როგორც ექიმი, შეშფოთებული ვარ შეზღუდვების მოხსნით, რადგან შეიძლება ვირუსის მეორე ტალღა მივიღოთ"

a99412.jpg

შეერთებული შტატების ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, ენტონი ფაუჩი ქვეყნის მთვარობას სიფრთხილსკენ მოუწოდებს.

ფაუჩის თქმით, აკრძალვების მოხსნის დროს გაუფრთხილებლობის გამოჩენამ შესაძლოა კორონავირუსის მეორე ტალღა გამოიწვიოს.

"ჩვენ ბევრი არაფერი ვიცით ამ ვირუსზე. როცა საქმე ბავშვებს და სკოლებს ეხება, სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. იხსნება შტატები, ქალაქები, რეგიონები. მიმაჩნია, რომ ეს დიდი სიფრთხილით უნდა მოხდეს. მე როგორც ექიმი შეშფოთებული ვარ რადგან ამან შეიძლება ვირუსის მეორე ტალღა გამოიწვიოს," - განაცხადა აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ.

ამ დროისათვის, აშშ-ში კორონავირუსის მილიონ ნახევრამდე შემთხვევა ფიქსირდება.

0

ავტორი: