15-19 მაისს, თურქეთის 15 ქალაქში, ქუჩაში გასვლა იკრძალება 15-19 მაისს, თურქეთის 15 ქალაქში, ქუჩაში გასვლა იკრძალება />


  16:39:58     14-05-2020

15-19 მაისს, თურქეთის 15 ქალაქში, ქუჩაში გასვლა იკრძალება

a99380.jpg

COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, თურქეთის ზოგიერთ ქალაქში, 15 მაისის 24 საათიდან 19 მაისის 24 საათამდე მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ.

ანკარა, ბალიქესირი, ბურსა, ესქიშეჰირი, გაზიანთეფი, სტამბოლი, იზმირი, კაისერი, ქოჯაელი, კონია, მანისა, საქარია, სამსუნი, ვანი და ზონგულდაქი - ეს იმ ქალაქების ჩამონათვალია სადაც მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ. აღნიშნულ შეზღუდვაზე თურქეთში მყოფი ქართველები თურქეთში საქართველოს საელჩომ უკვე გააფრთხილა. საგულისხმოა ისიც,რომ ზემოაღნიშნული წესის დამრღვევი პირი დაჯარიმდება.

საქართველოს მოქალაქეები დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, უნდა დაუკავშირდნენ საელჩოს ცხელ ხაზს:

1. ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +90 5392208280

2. ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00

3. ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 26

4. ქ. იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი: +90 530 280 45 08

0

ავტორი: