თოფქაფის სასახლე – სტამბოლის ერთ–ერთი ღირშესანიშნაობა თოფქაფის სასახლე – სტამბოლის ერთ–ერთი ღირშესანიშნაობა />


  11:35:33     05-08-2011

თოფქაფის სასახლე – სტამბოლის ერთ–ერთი ღირშესანიშნაობა

a8694.jpg

თოფქაფის სასახლე მდებარეობს სტამბოლში. ის ოსმალეთის იმპერიის ადმინისტრაციული ცენტრი იყო, 1465–1853 წლებში. თოფქაფის სასახლის მშენებლობა სულთანი მეჰმედ II-ის ბრძანებით დაიწყეს 1459 წელს, რაც 1465 წელს დასრულდა. სასახლე სარაგლიოს კონცხზე მდებარეობს ოქროს რქასა და მარმარისის ზღვას შორის, წარმტაცი ხედით ბოსფორზე და უამრავი მცირე ზომის შენობისგან და ოთხი დიდი მოედნისგან შედგება.

პირველი მოედანი მთელ სარაგლიოზეა გადაჭიმული და მაღალი გალავნითაა შემორტყმული. მთავარ ჭიშკარს ბაბ-ი-ჰიუმაიუნ, ანუ იმპერიული კარიბჭე ჰქვია. თოფქაფის სასახლის გარდა, პირველ მოედანზე, ასევე, საიმპერიო ზარაფხანა მდებარეობს (1727), ჰაგია ეირენეს ეკლესია და არქეოლოგიური მუზეუმი (მე-19 საუკუნე), ურიცხვ შადრევანთან, პავილიონთან და პარკთან (მათ შორის, გულჰანის ბაღჩა, ყოფილი საიმპერატორო ვარდების ბაღი) ერთად.

სალამის დიდ კარიბჭეს მთავარი სასახლისკენ და მეორე მოედნისკენ მივყავართ. ეს მოედანი პარკია შემორტყმული სასახლის ჰოსპიტალით, საცხობით, მცველთა საგომით, საჯინიბოთი, საიმპერატორი ჰარამხანითა და სავეზიროთი ჩრდილოეთით, ხოლო სამზარეულოებით კი სამხრეთით. ამაოებათა კარიბჭეს შევყავართ მესამე მოედანზე, რომელიც სასახლის შუაგულს წარმოადგენს - წარმტაც ბაღს გარს ერტყმის უმაღლესი პალატის დარბაზები, რომელშიც მოთავსებულია ოსმალეთის იმპერიის დროინდელი საუცხოო საგანძური, მცირე ჰარამხანა, რამდენიმე პავილიონი და აჰმედ III-ის ბიბლიოთეკა ცენტრში.

მეოთხე მოედანი სულთანის პირადი ბაღი იყო და შედგება რამდენიმე პავილიონის, ბაღისა და ტერასისგან. თოფქაფის სასახლეში, ასევე, არის მართლმსაჯულების კოშკი, წმინდა მანტიის პავილიონი, რომელშიც წინასწარმეტყველი მუჰამედის წმინდა ნივთებია და პირველი კალიფსი, სატახტო ოთახი ჰარემში, რომელსაც სულთანი იყენებდა უცხო სტუმრებისა და ელჩების მისაღებად, ასევე, მურად IV-ის აშენებული ბაღდადის პავილიონი მეოთხე მოედანზე.

1853 წელს სულთან აბდულმეჩითმა გადაწყვიტა თავისი რეზიდენცია ახლად აშენებულ და თანამედროვე დომაბაჰჩის სასახლეში გადაეტანა. ამჟამად თოფქაფი გადაკეთებულია იმპერიული ერის მუზეუმად და სტამბულის ერთ-ერთ უმთავრეს ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ სასახლეში თავის დროს მსოფლიოს უძლიერესი მმართველები ცხოვრობდნენ, სხვა სამეფო სასახლეებისგან (შონბრუნის სასახლე და ექსტრავაგანტული ვერსალი) განსხვავებით, ის გამოირჩევა ჰუმანური პროპორციებით, სადა ინტერიერითა და მიზნობრივი განლაგებით.

0

ავტორი: