11:34:47     05-08-2011
მიკი დი

მიქაელ კირიაკოს დელაოგლოუ 1963 წელს, შვედეთში დაიბადა. ბერძნული წარმოშობის შვედი დრამერი და სიმღერების ავტორი, რომელიც ამჟამად მოღვაწეობს მძიმე მეტალ ჯგუფ „მოუტერჰედში“, ცნობილია, როგორც მიკი დი.
მუსიკალური კარიერის დაწყების შემდეგ, მისი ადგილობრივ ჯგუფებში გამოდიოდა. ის 1985 წელს გადავიდა კოპენჰაგენში, სადაც შეუერთდა ჯგუფ „კინგ დაიმონდს“. მათთან ერთად მიკიმ ჩაწერა ოთხი ალბომი.
1990 წელს მიკი უკრავდა ჯგუფში „დონ დოკენი“, 1992 წელს კი დათანხმდა ლემის წინადადებას (რომელიც 1985 წლიდან სთავაზობდა მას), გადასულიყო ჯგუფ „მოუტერჰედში“. მოუტერჰედის პირველი კონცერტი მიკისთან ერთად შედგა 1992 წლის 30 აგვისტოს. მას შემდეგ მიკი ჯგუფის უცვლელი წევრია.
0