"ხალხი უსაფრთხოების ნორმებს არ იცავს... თუ ასე გაგრძელდება, ვითარება გაუარესდება და შეზღუდვებს ისევ ავამოქმედებთ" "ხალხი უსაფრთხოების ნორმებს არ იცავს... თუ ასე გაგრძელდება, ვითარება გაუარესდება და შეზღუდვებს ისევ ავამოქმედებთ" /> "/> " />


  15:28:52     13-05-2020

"ხალხი უსაფრთხოების ნორმებს არ იცავს... თუ ასე გაგრძელდება, ვითარება გაუარესდება და შეზღუდვებს ისევ ავამოქმედებთ"

a99337.jpg

სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ეპიდვითარება ქვეყანაში შესაძლოა მკვეთრად გაუარესდეს. საგანგებო ვიდეომიმართვა ნიკოლ ფაშინიანმა Facebook-ზე გამოაქვეყნა.

პრემიერის განცხადებით, მას შემდეგ, რაც მთავრობამ საკარანტინო რეჟიმის შემსუბუქება დაიწყო, ერევნის ქუჩებში ხალხის რაოდენობამ იმატა, მათი დიდი ნაწილი კი უსაფრთხოების ნორმებს არ იცავს. „თუ ასე გაგრძელდება, ვითარება გაუარესდება და იძულებულნი გავხდებით, შეზღუდვები ისევ ავამოქმედოთ“, - აღნიშნა ფაშინიანმა.

სომხეთში დღეისათვის კორონავირუსით ინფიცირების 3 718 შემთხვევაა აღრიცხული. ვირუსმა ქვეყანაში უკვე 48 ადამიანი იმსხვერპლა.

0

ავტორი: