სეულში, ღამის კლუბებში კორონავირუსით 119 ადამიანი დაინფიცირდა სეულში, ღამის კლუბებში კორონავირუსით 119 ადამიანი დაინფიცირდა />


  12:41:28     13-05-2020

სეულში, ღამის კლუბებში კორონავირუსით 119 ადამიანი დაინფიცირდა

a99325.jpg

სეულში, ღამის კლუბებში კორონავირუსით 119 ადამიანი დაინფიცირდა - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ინფექციის გავრცელების შემდეგ გამოვლენილია 22 000 ადამიანი, რომელთაც შესაძლოა, ინფიცირებულებთან ჰქონოდათ კონტაქტი.

ეპიდემიოლოგების ცნობით, ინფექცია სეულის ორ რაიონში, ათ ბარსა და კლუბში გავრცელდა. ერთ-ერთი პირველი შემთხვევა აქ აპრილის დასაწყისში გამოვლინდა.

BBC-ის ინფორმაციით, ვირუსის გავრცელების შემდეგ ეპიდემიოლოგების მოტყუების გამო ერთ-ერთი მამაკაცის წინააღმდეგ, შესაძლოა, სისხლის სამართლის საქმე აღძრან. 25 წლის მამაკაცი მასწავლებელია, რომლისგანაც ვირუსი რვა ადამიანს, მათ შორის, ექვს მოსწავლეს გადაედო.

ასევე ცნობილი ხდება, რომ კიდევ ორი ინფიცირებული უქმე დღეებში ეკლესიაში იმყოფებოდა. შედეგად კარანტინში 700 ადამიანი გადაიყვანეს.

სამხრეთ კორეაში მოქმედი კანონით, ინფექციის გავრცელების გამო მოქალაქეს ორწლიანი პატიმრობა და ჯარიმის სახით 16 000 დოლარი გადახდა ემუქრება.

0

ავტორი: