23:14:26     12-05-2020
ესპანეთში კორონავირუსისგან 113 წლის ქალი გამოჯანმრთელდა
ესპანეთში 113 წლის ქალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცლებს.
ოფიციალური პირების მიერ გავრცელებული ცნობებით, მარია ბრანიასი ქალაქ ოლოტში ცხოვრობს.
ქალს 113 წელი ქალს ორი თვის წინ შეუსრულდა.
„მას შემდეგ, რაც მარიას კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს, მისი გადარჩენის იმედი ოჯახის წევრებს თითქმის აღარ ჰქონდათ“ – წერს BBC
თუმცა მხცოვან ქალს დაავადების მსუბუქი ფორმა ჰქონდა და რამდენიმეკვირიანი იზოლაციის შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.
მარია ბრანიასი აშშ-ის ქალაქ სან ფრანცისკოში 1907 წელს დაიბადა. ის ორი მსოფლიო ომის მომსწრე იყო. ასევე გადაურჩა სამოქალაქო ომს და 1918 წლის "ისპანკას" პანდემიას.
0