11:31:05     05-08-2011
მოხარშული ხორცი ავსტრიულად
მასალა:
500 გრამი ღორის ხორცი
მარილი
4 მარცვალი შავი პილპილი
1 ცალი დაფნის ფოთოლი
1 კონა მწვანილი
1 თავი ხახვი
500 გრამი კარტოფილი
ოხრახუში
გახეხილი პირშუშხა
ხორცს დავასხათ 1 ლიტრი ცხელი წყალი, დავამატოთ მარილი, პილპილი და სხვა სპეციები და ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე თითქმის დარბილებამდე. შემდეგ დავამატოთ წვრილად დაჭრილი მწვანილი, ხახვი და წვრილად დაჭრილი კარტოფილი და ვხარშოთ მზადყოფნამდე. ხორცი დავჭრათ თხელ ნაჭრებად და დავუამტოთ პირშუშხა. კარტოფილის ბულიონს მოვაყაროთ დაჭრილი ოხრახუში და სუფრაზე ცალკე მივიტანოთ.
0