დაიშლება თუ არა ევროკავშირი 2020-ის ბოლომდე და გადადგებიან თუ არა სახელმწიფო მეთაურები - ასტროლოგების სკანდალური პროგნოზი დაიშლება თუ არა ევროკავშირი 2020-ის ბოლომდე და გადადგებიან თუ არა სახელმწიფო მეთაურები - ასტროლოგების სკანდალური პროგნოზი />


  23:37:05     11-05-2020

დაიშლება თუ არა ევროკავშირი 2020-ის ბოლომდე და გადადგებიან თუ არა სახელმწიფო მეთაურები - ასტროლოგების სკანდალური პროგნოზი

a99270.jpg

"დღე­ი­დან 29 სექ­ტემ­ბრამ­დე სა­ტურ­ნი უკუს­ვლი­თი იქ­ნე­ბა. ამ პე­რი­ოდ­ში რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი არ არის ხან­გრძლივ პერ­სპექ­ტი­ვა­ზე გათ­ვლი­ლი საქ­მე­ე­ბის და­წყე­ბა, მათ შო­რის, კა­რი­ე­რაც იგუ­ლის­ხმე­ბა, ქორ­წი­ნე­ბაც, სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბის და­წყე­ბაც და სხვა ფუნ­და­მენ­ტა­ლუ­რი თე­მე­ბიც", - წერს ქარ­თვე­ლი ას­ტრო­ლო­გი ხა­თუ­ნა ნო­ე­ლი და აქვე ას­ტრო­ლო­გი­უ­რი მოვ­ლე­ნის უფრო ვრცელ ანა­ლიზ­საც გვთა­ვა­ზობს, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში 2017 წელს გა­მო­აქ­ვეყ­ნა:

ას­ტრო­ლო­გის თქმით, ამ ტრან­ზი­ტის გავ­ლე­ნის თვალ­საზ­რი­სით გა­მო­ნაკ­ლი­სია ადა­მი­ან­თა ის ნა­წი­ლი, ვი­საც პი­რად რუ­კა­ში სა­ტურ­ნი რეტ­როგ­რა­დუ­ლი (უკუსვლითი) ჰყავს.

 

სა­ტურ­ნის ტრან­ზი­ტი თხის რქა­ში 2018-2020

სულ ახ­ლა­ხანს სა­ტურნ­მა თა­ვის სამ­ფლო­ბე­ლო­ში - თხის რქის ზო­დი­ა­ქო­ში შე­ა­ბი­ჯა. ის იქ საკ­მაო ხანს, მთელ 3 წე­ლი­წადს (2020 წლამ­დე) გა­ა­ტა­რებს. სა­ტურ­ნის სრუ­ლი ზო­დი­ა­ქა­ლუ­რი ციკ­ლი 29,5 წელს შე­ად­გენს, ანუ სწო­რედ ამ­დე­ნი ხნის წინ იყო ის ბო­ლოს თხის რქა­ში. სა­ტურ­ნი ე.წ. სო­ცი­ა­ლუ­რი პლა­ნე­ტაა, ანუ პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე უფრო მე­ტად სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მომ­ხდარ მოვ­ლე­ნებ­ზე აქვს ზე­გავ­ლე­ნა. თუ გა­ვიხ­სე­ნებთ, რა ხდე­ბო­და მა­შინ მსოფ­ლი­ო­ში, რა მოვ­ლე­ნებს ჰქონ­დათ ადგილი, უფრო ნა­თე­ლი გახ­დე­ბა, რისი მო­ლო­დი­ნი შე­იძ­ლე­ბა გვქონ­დეს ახლა. ჩვენ ყვე­ლას კარ­გად გვახ­სოვს 1989 წლის აპ­რი­ლის ამ­ბე­ბი , რო­დე­საც საბ­ჭო­თა ხელისუფლება ჯა­რი­სა და ტან­კე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით შე­ე­ცა­და ჩა­ეკ­ლა თა­ვი­სუფ­ლე­ბის სურ­ვი­ლი და სსრკ-ს დაშ­ლა შე­ე­ჩე­რე­ბი­ნა. სის­ხლი­ა­ნი გა­მოდ­გა იმ პე­რი­ო­დის პე­კი­ნის მოვ­ლე­ნე­ბიც.

 

"მი­დი­ო­და აშ­კა­რა და­პი­რის­პი­რე­ბა დრო­მოჭ­მულ სტრუქ­ტუ­რულ წარ­მო­ნაქ­მნებ­სა და ახალ მოძ­რა­ო­ბას შო­რის"

 

ამა­ვე პე­რი­ოდ­ში და­ინ­გრა ბერ­ლი­ნის კე­დე­ლიც და გა­ერ­თი­ან­და ორად­გახ­ლე­ჩი­ლი გერ­მა­ნია... სა­ბო­ლო­ოდ, საბ­ჭო­თა კავ­ში­რიც და­ი­შა­ლა თა­ვი­სუ­ფალ სახელმწიფოებად...

 

რით იყო ეს გა­მოწ­ვე­უ­ლი?

 

ას­ტრო­ლო­გე­ბის უმე­ტე­სო­ბა თან­ხმდე­ბა იმ აზ­რზე, რომ ამ მოვ­ლე­ნებს სარ­ჩუ­ლად მხო­ლოდ სა­ტურ­ნის თხის რქა­ში ტრან­ზი­ტი არ დას­დე­ბია. იმ­ჟა­მად სა­ტურ­ნი და ურა­ნი შე­ერ­თდნენ და სწო­რედ ურა­ნუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბის და რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი ენერ­გი­ის გა­მოვ­ლი­ნე­ბას ჰქონ­და სა­ტურ­ნუ­ლი - ძვე­ლი, და­ხავ­სე­ბუ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ად­გი­ლი.

 

დღეს მოვ­ლე­ნე­ბი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ცოტა სხვა ხა­ზით გან­ვი­თარ­დე­ბა. ურა­ნის ნაც­ვლად სა­ტურნს თხის რქა­ში ჯერ ლი­ლიტ­თან , მერე მარსთან და ასე­ვე პლუ­ტონ­თან მო­უ­წევს შე­ერ­თე­ბა. სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს არა­ერთ ხელ­მძღვა­ნელ, მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირს, მათ შო­რის სა­ხელ­მწი­ფო მე­თა­უ­რებ­საც, უბიძ­გებს გა­უ­მარ­თლე­ბე­ლი, არა­კო­რექ­ტუ­ლი, მცად­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბი­სა და ქმე­დე­ბე­ბი­სა­კენ. რაც შე­საძ­ლოა სა­ფუძ­ვლად და­ე­დოს მათ იმ­პიჩ­მენტს და თა­ნამ­დე­ბო­ბის­გან გადადგომას. ზოგ შემ­თხვე­ვებ­ში კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ სას­ჯელ­საც. მაგ­რამ ამით არ დას­რულ­დე­ბა. ძა­ლი­ან ბევ­რი, დიდი ხნის წი­ნათ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი სტრუქ­ტუ­რა და­იშ­ლე­ბა. და ამას არა მხო­ლოდ ლო­კა­ლუ­რი, გლო­ბა­ლუ­რი ხა­სი­ა­თი ექ­ნე­ბა. მა­გა­ლი­თად, არ მგო­ნია, უკვე ისე­დაც ბრი­ტა­ნე­თის გას­ვლით დასუსტებულმა ევ­რო­კავ­შირ­მა დიდ­ხანს გა­უძ­ლოს სა­ტურ­ნის შე­მო­ტე­ვებს. სა­ვა­რა­უ­დოდ, 2019-20 წლებ­ში, რო­დე­საც სა­ტურ­ნი ტრანსფორ­მა­ცი­ე­ბის განმკარ­გავ პლუ­ტონს შე­უ­ერ­თდე­ბა, კრახს გა­ნიც­დის არა მხო­ლოდ ეს სრტუქ­ტუ­რა, არა­მედ ბევ­რი სხვაც.

 

"რუსი ას­ტრო­ლო­გე­ბი აშშ-ს დაშ­ლას წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბენ, ამე­რი­კე­ლე­ბი კი რუ­სე­თი­სას..."

 

დღეს ძნე­ლი სათ­ქმე­ლია, ვისი პროგ­ნო­ზე­ბი უფრო გა­მარ­თლდე­ბა, ამას მო­მა­ვა­ლი მოვ­ლე­ნე­ბი გვიჩ­ვე­ნებს.

 

რა­ტომ აქვს სა­ტურნს ჩვენ­ზე ასე­თი დიდი ძა­ლა­უფ­ლე­ბა? რა აძ­ლევს მას ამ­ხე­ლა მას­შტა­ბუ­რი მოვ­ლე­ნე­ბის გან­კარ­გვის ნე­ბას?

 

საქ­მე ისაა, რომ სა­ტურ­ნი ბოლო პლა­ნე­ტაა, რო­მე­ლიც ადა­მი­ანს შე­უ­ია­რა­ღე­ბე­ლი თვა­ლით შე­უძ­ლია და­ი­ნა­ხოს. მის იქით ყვე­ლა­ფე­რი მიღ­მი­სე­უ­ლია, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოკ­ვდა­ვი­სათ­ვის შე­უც­ნო­ბე­ლი, ის არის ზღურ­ბლი ცნო­ბი­ერ­სა და არაც­ნო­ბი­ერს შო­რის. თა­ნაც სა­ტურ­ნი, მი­თო­ლო­გი­უ­რად იგი­ვე ქრო­ნო­სია, რო­მე­ლიც დროს განაგებს, სა­ზღვრავს ყვე­ლაფ­რის სა­ზღვრებს, თვით სიკ­ვდილ-სი­ცო­ცხლი­სა­საც. მის ხელ­შია - რო­დის რა და­სულ­დეს, რო­დის რას ამო­ე­წუ­როს თა­ვი­სი ვა­დე­ბი. შემთხვევითი რო­დია, რომ ძველ გრა­ვი­უ­რებ­ზე მას ცე­ლი­ან მო­ხუ­ცად გა­მო­სა­ხავ­დნენ. მაგ­რამ რას ცე­ლავს იგი? მხო­ლოდ იმას, რა­საც ახალ დრო­ე­ბა­ში ად­გი­ლი აღარ უნდა ჰქონ­დეს. რა­საც ყავ­ლი გა­უ­ვი­და. მე­ო­რეს მხრივ, სა­ტურ­ნი მოთ­მი­ნე­ბას, სი­ბე­ჯი­თეს, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას და ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის გრძნო­ბებს აღ­ვი­ძებს ჩვენ­ში. ის არის დიდი მას­წავ­ლე­ბე­ლი, სინ­დი­სი, და თუ გვსჯის, მხო­ლოდ მა­შინ, რო­დე­საც "ცუ­დად ვიქ­ცე­ვით". თუ ჩვენ მის მო­თხოვ­ნებს ვას­რუ­ლებთ, სა­ტურ­ნი გულმოწყალე ხდე­ბა და დამ­სა­ხუ­რე­ბულ ჯილ­დო­ებს გვი­ძღვნის. მაშ, ვე­ცა­დოთ, რომ ვი­ყოთ სინ­დი­სი­ერ­ნი, კა­ნონ­მორ­ჩილ­ნი, პა­ტი­ვი ვცეთ უფ­რო­სი თა­ო­ბის წარმომადგენლებს, და­ვიც­ვათ ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, მი­ცე­მუ­ლი პი­რო­ბე­ბი შე­ვას­რუ­ლოთ, ვიშ­რო­მოთ ბე­ჯი­თად, გეგ­მა­ზო­მი­ე­რად და მა­შინ აუ­ცი­ლებ­ლად მივიღებთ სა­ტურ­ნი­სე­ულ ჯილ­დო­ებს, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა იუ­პი­ტე­რის სა­ჩუქ­რებ­ზე უფრო მე­ტიც და უფრო ძვირ­ფა­სიც კი გა­მოდ­გეს!".

 

წყარო: astrologi.ambebi.ge

0

ავტორი: