შვილმა 9 წლის წინ უგზო-უკვლოდ დაკარგული მამა tik-tok-ის ვიდეოში იპოვნა შვილმა 9 წლის წინ უგზო-უკვლოდ დაკარგული მამა tik-tok-ის ვიდეოში იპოვნა />


  22:51:50     10-05-2020

შვილმა 9 წლის წინ უგზო-უკვლოდ დაკარგული მამა tik-tok-ის ვიდეოში იპოვნა

a99239.png

ეს გასაოცარი ამბავი ჩინეთში მოხდა - შვილს თავისი 71 წლის მამის პოვნის იმედი აღარ ჰქონდა. მამაკაცი 2011 წელს გაუჩინარდა. მისმა ვაჟმა სამსახური მიატოვა და მთელი ენერგია და დრო მამის სამძებრო სამუშაოებს მოახმარა, თუმცა უშედეგოდ. ახლა კი სრულიად შემთხვევით, მან მამას სატელეფონო აპლიკაციის საშუალებით მიაგნო - წერს გამოცემა Daily Star.

ვიდეოში დაკარგული მამაკაცი ძალიან მოუწესრიგებელ ფორმაშია გამოწყობილი - აცვია ძველი და ჭუჭყიანი სამოსი, თმაც და წვერიც მოზრდილი აქვს და უცნაურად იქცევა. როგორც ვიდეოს ავტორი აცხადებს, მოხუც მამაკაცს უკვე ერთი წელია პატრონობს, თუმცა მისი წარმომავლობის შესახებ არაფერი იცის.  ასევე ვიდეოდან ირკვევა, რომ ის დასახლებული პუნქტიდან მოშორებით, მთებშია გადაღებული.

მოხუცი მამაკაცის შვილმა დაუყონებლივ მიწერა მესიჯი ვიდეოს ავტორს, თუმცა პასუხს ამ დრომდე ელოდება:

„ეს კაცი ნამდვილად მამაჩემია, რამდენი ხანია ვეძებდი მას. შუბლზე ნაწიბურით ვიცანი. განათლებით არ გამოირჩევა, ამიტომ არ ლაპარაობს ბევრს. იმედია, ვიდეოს ავტორი მალე გამომეხმაურება“ - აღნიშნა ძიამინის ვაჟმა.

0

ავტორი: