ივანიშვილის ერთმა ბიზნესპარტნიორმა თავი მოიკლა, მეორე კი, მკვლელობების შეკვეთის ბრალდებით დააკავეს - სისხლიანი ისტორია, რომლის გამოც ოლიგარქი მოსკოვიდან საქართველოში გამოიქცა, გრძელდება ივანიშვილის ერთმა ბიზნესპარტნიორმა თავი მოიკლა, მეორე კი, მკვლელობების შეკვეთის ბრალდებით დააკავეს - სისხლიანი ისტორია, რომლის გამოც ოლიგარქი მოსკოვიდან საქართველოში გამოიქცა, გრძელდება />


  22:04:44     09-05-2020

ივანიშვილის ერთმა ბიზნესპარტნიორმა თავი მოიკლა, მეორე კი, მკვლელობების შეკვეთის ბრალდებით დააკავეს - სისხლიანი ისტორია, რომლის გამოც ოლიგარქი მოსკოვიდან საქართველოში გამოიქცა, გრძელდება

a99234.jpg

კრასნოიარსკის მხარეში ალუმინის სისხლიანი ომების მონაწილე, ივანიშვილის ყოფილი ბიზნეს-პარტნიორი და კრიმინალებთან დაახოვებული ბიზნესმენი, ანატოლი ბიკოვი დააკავეს.

ყოფილი მოკრივის დაკავება მისივე ვილაში განხორციელდა. ბიკოვი, კრასნოიარსკში, სადაც ალუმინის სისხლიანი ბიზნესი დღესაც ჰყვავის, საკმაოდ გავლენიანი პირი და მხარის არაფორმალური მმართველია.

ბრალდების თანახმად, ანატოლი ბიკოვმა 1994 წელს ორი პირის მკვლელობა შეუკვეთა.

[I=2]ბიკოვის დაკავების პარალელურად კი, მოსკოვთან ახლოს, თავისივე სახლში თავი მოიკლა 52 წლის რუსმა მილიარდელმა, დიმიტრი ბოსოვმა, რომელიც 90-იან წლებში, ასევე ივანიშვილის ბიზნესპარტნიორი იყო ალუმინის ბიზნესში. მას თავში ჰქონდა ტყვია ნასროლი.

ვინ არის ბიკოვი და რატომ ემუქრებოდა ის ივანიშვილს?

სისხლიანი ალუმინის ბიზნესის ისტორია კრასნოიარსკში იწყება. 

კერძოდ: "კრაზას" ქარხნის პრივატიზაცია პირველად 1992 წელს მოხდა. 

პრივატიზაციიდან ერთი წლის შემდეგ, 1993 წელს, ალუმინის ქარხნის გენერალური დირექტორი რკინის ჯოხებით სცემეს. 

კიდევ ერთი წლის შემდეგ, 1994 წელს, საკუთარ სახლთან ამ ქარხანასთან დაკავშირებული გავლენიანი პირი ჩაცხრილეს. 

მთელ ამ კრიმინალურ გარჩევებში კი, ერთერთი მთავარი ფიგურა იყო ანატოლი ბიკოვი, რომელიც რამდენიმე დღის წინ, 2020 წლის 7 მაისს მკვლელობების შეკვეთის ბრალდებით დააკავეს. 

მას ადრეც რამდენჯერმე წაუყენეს მკვლელობის ბრალდება. თუმცა, ყოველთვის მოახერხა თავის დაღწევა ციხიდან. 

ალუმინის ბიზნესი რუსეთში ერთერთ ყველაზე შემოსავლიან და ამავე დროს, სისხლიან საქმედ ითვლება. 

მიუხედავად ამისა, რუსეთში მცხოვრები ბიძინა ივანიშვილი ალუმინის ბიზნესით ინტერესდება და სწორედ მაშინ, როდესაც ბიკოვი კონკურენტებს იარაღით უსწორდება, ქართველი ოლიგარქი, თავისი ბანკის - რასიისკი კრედიტის მეშვეობით, ალუმინის ქარხნის 48 პროცენტის მფლობელი ხდება (ამავე ბიზნესის მეწილე იყო მილიარდელი დიმიტრი ბოსოვიც, რომელიც ახლახან თავისივე სახლში იპოვეს გარდაცვლილი). 

მოგვიანებით, ბიძინა ივანიშვილმა, ანატოლი ბიკოვს საკუთარ ბანკში ვიცე-პრეზიდენტის პოსტი შესთავაზა. ამის შემდეგ ბიკოვი უკვე პიჯაკითა და ჰალსტუხით ასრულებს სისხლიან დავალებებს.

ბიკოვისა და ივანიშვილის კავშირზე ცნობილი რუსი ჟურნალისტი, იულია ლატინინაც წერდა, თავის ერთ-ერთ წერილში, რომელიც „სოვერშენნო სეკრეტნო“-ში გამოქვეყნდა.

ხოლო ედუარდ ლომონოვი თავის წიგნში, რომელიც ალუმინის სისხლიან ომებს ეხება, ამბობდა რომ ბიკოვს, ბანკის ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შეთავაზებამ თავბრუ დაახვია. “მას ეგონა, რომ ყველაფერი მის ხელში გადადიოდა. თუმცა, სინამდვილეში, აქედან დაიწყო მისი საქმიდან ჩამოცილება”.

ბიკოვი მიიჩნევდა რომ ბიძინა ივანიშვილის ალუმინის ბიზნესი, თავისი სისხლითა და ძალადობით, სწორედ მისი შექმნილი იყო. 

ამიტომ, მას, ამ მხრივ, სერიოზული პრეტენზიები ჰქონდა. თუმცა, ივანიშვილმა ის უბრალოდ გამოიყენა და შემდეგ გადააგდო. ეს მისი სტილია... ალუმინის ბიზნესის 48 პროცენტი კი, როგორც თავადვე თქვა, "20-მაგ ფასად გაყიდა".

ხოლო როდესაც ბიკოვმა შურისძიება მოინდომა, მოულოდნელად, კერძოდ კი, 2002 წელს, მისით ძალოვნები დაინტერესდნენ.

მას, ბრალად მკვლელობების მცდელობა, იარაღის უკანონო ტარება წაუყენეს და 6 წელი მიუსაჯეს. 

ზუსტად 2002 წელს, საკმაოდ საეჭვო ვითარებაში დაიღუპა კრასნოიარსკის მხარის გუბერნატორი, 1989 წლის 9 აპრილის სისხლიანი მოვლენების ერთ-ერთი ორგანიზატორი, ალექსანდრე ლებედიც, რომელსაც ივანიშვილი 1995-96 წლებში საპრეზიდენტო არჩევნებში ეხმარებოდა. თუმცა, მისი გარდაცვალების მომენტში მასთანაც დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა.

რატომ ეშინია ივანიშვილს ბიკოვის?

თავის დროზე, ერთი მსხვილი ქართველი ბიზნესმენი, რომელიც წლები ცხოვრობდა რუსეთში და რუსული ბიზნესის ისტორიასაც კარგად იცნობდა, ამბობდა რომ ივანიშვილს ანატოლი ბიკოვის ეშინია.

[I=3]რატომ? რუსულ ბიზნეს-წრეებში ვრცელდებოდა ინფორმაცია რომ ბიკოვმი, რომლის სახელსაც ბევრი შეკვეთილი მკვლელობა უკავშირდება, ივანიშვილს სერიოზულად ემუქრებოდა ალუმინის ბიზნესიდან მისი გარიყვის გამო.

გავრცელებული ვერსიით, სწორედ ამიტომ გამოიქცა ივანიშვილი რუსეთიდან.

კერძოდ, ივანიშვილი, ბიკოვის ვადაზე ადრე გათავისუფლებისთანავე ჩამოვიდა საქართველოში, დაბრუნდა ჭორვილაში და რამდენიმე წელი სახლიდან გაუსვლელად ცხოვრობდა. 

"5 წელი არც გავსულვარ ჭორვილადან" - თავადვე აქვს ეს სიტყვები ნათქვამი ოლიგარქს. 

მეტიც, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, ივანიშვილმა საკუთარ ვერტმფრენზე სპეციალური აღჭურვილობა დაამატა, შესაძლო თავდასხმისგან მეტად დაცული რომ ყოფილიყო.

თუმცა, ივანიშვილი არ იყო ერთადერთი, რომელიც ბიკოვს რუსეთიდან გაექცა. 

მაგალითად: ალუმინის ქარხნის ყოფილი გენერალური დირექტორი, იური კალპაკოვი, რომლისგანაც ივანიშვილმა 48 პროცენტი შეიძინა, ალუმინის სასაკლაოს ესპანეთში დაემალა.

ახლა კი, ივანიშვილს, შეუძლია ცოტათი უფრო მეტად იყოს მშვიდად. მისი ერთი ბიზნესპარტნიორი, დიმიტრი ბოსოვი, რომელთანაც ცუდი ურთიერთობა ჰქონდა, გარდაცვლილი იპოვეს, მეორე კი, ანატოლი ბიკოვი, რუსმა სპეცსამსახურებმა დააკავეს - შესაძლოა მცირე ხნით, მაგრამ მაინც.

0

ავტორი: