ელჩის კონსულტაციებზე გამოწვევა შეცდომაა საქართველოს მხრიდან - ეს ჩვენი შიდა პოლიტიკაა, სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და მას უკრაინის პასპორტი აქვს - ვლადიმერ ზელენსკი ელჩის კონსულტაციებზე გამოწვევა შეცდომაა საქართველოს მხრიდან - ეს ჩვენი შიდა პოლიტიკაა, სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და მას უკრაინის პასპორტი აქვს - ვლადიმერ ზელენსკი />


  15:27:09     08-05-2020

ელჩის კონსულტაციებზე გამოწვევა შეცდომაა საქართველოს მხრიდან - ეს ჩვენი შიდა პოლიტიკაა, სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და მას უკრაინის პასპორტი აქვს - ვლადიმერ ზელენსკი

a99220.jpg

უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმერ ზელენსკი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ელჩის კონსულტაციებზე გამოძახების შესახებ, შეცდომად მიიჩნევს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

„ჩვენ ქართველ ხალთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ მსგავსი კონსულტაციებიისთვის საკუთარ ელჩს არ გამოვიწვევთ, იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა უფრო დიდი ხნის არის, ვიდრე ქვეყნის ნებისმიერი მთავრობა. მიმაჩნია, რომ ეს შეცდომაა საქართველოს მხრიდან“,- განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ კონსულტაციის შემდეგ, მხარეები გაიგებენ, რომ სახელმწიფო საკადრო პოლიტიკა ეხება მხოლოდ მას და მის მოქალაქეებს.

„რომ არავის ეწყინოს: ეს ჩვენი გადაწყვეტილებაა და ჩვენი შიდა პოლიტიკა. ბატონი სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და მას უკრაინის პასპორტი აქვს. მე, უკრაინის პრეზიდენტმა, იგი დავნიშნე პრეზიდენტთან არსებული რეფორმების აღსრულების საბჭოს თავმჯდომარედ. სულ ესაა“,-დასძინა ზელენსკიმ.

შეგახსნებეთ, საქართველომ დღეს უკრაინიდან საკუთარი ელჩი კონსულტაციებისთვის გამოიწვია. ამის შესახებ განცხადება, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა. დავით ზალკალიანმა განაცხადა. გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის, უკრაინის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელად დანიშვნას უკავშირდება.

0

ავტორი: