ირანში მიწისძვრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა ირანში მიწისძვრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა />


  13:17:56     08-05-2020

ირანში მიწისძვრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

a99216.jpg

ირანში მომხდარი 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 22 კი მძიმედ დაშავდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“, ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მიწისძვრა ქვეყნის ჩრდილოეთით მოხდა და მას რამდენიმე ძლიერი განმეორებითი ბიძგი მოჰყვა. დაზიანდა შენობები. შეშინებულმა მოსახლეობამ ღამე ქუჩაში გაათენა. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მათ მთავრობამ სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდა.

 

0

ავტორი: