"ბავშვებო, ოთახში დაიმალეთ" - რუსეთში მოზარდებმა გადაიღეს ვიდეო მტკიცებულება, როგორ სცემს მამაკაცი ცოლ-შვილს (+18) "ბავშვებო, ოთახში დაიმალეთ" - რუსეთში მოზარდებმა გადაიღეს ვიდეო მტკიცებულება, როგორ სცემს მამაკაცი ცოლ-შვილს (+18) /> "/> " />


  15:14:21     07-05-2020

"ბავშვებო, ოთახში დაიმალეთ" - რუსეთში მოზარდებმა გადაიღეს ვიდეო მტკიცებულება, როგორ სცემს მამაკაცი ცოლ-შვილს (+18)

a99179.jpg

მოსკოვში ოჯახური კონფლიქტი ქალისა და 11 და 17 წლის მოზარდის ცემით დასრულდა. ექიმებმა დაზარალებულებში მრავალჯერადი სილურჯეები და სისხლჩაქცევები აღნიშნეს. მოძალადე ბავშვების მამა მომხდარის შემდეგ ადგილიდან მიიმალა და ამ დრომდე არ ჩანს.

მეზობლების განცხადებით, ოჯახში ხშირად ხდებოდა ჩხუბი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ქალმა განქორწინებაც მოითხოვა, თუმცა მეუღლე წინააღმდეგი იყო. გასულ ღამეს მამაკაცი სახლში ნასვამ მდგომარეობაში დაბრუნდა და მორიგი ჩხუბის შემდეგ დაიწყო ცოლის ცემა. ბავშვები მამაკაცის შეჩერებას ეცადნენ, თუმცა მოძალადემ იერიში მათზე გადაიტანა და უფროს ვაჟს ფიზიკურად გაუსწორდა, უმცროსი კი ვიდეოს იღებდა, რათა პოლიციისთვის ეჩვენებინა და გარკვეული ზომები მიეღოთ. დედამ შვილებს ოთახში დამალვა და კარის ჩაკეტვა სთხოვა, თვითონ კი მარტო დაუპირისპირდა მეუღლეს.

დაზარალებული ქალის განმარტებით, მან არა ერთხელ მიმართა პოლიციას და აცნობა მეუღლის მხრიდან ძალალდობის შესახებ, თუმცა სამართალდამცველებმა ირონიით უპასუხეს, რომ მხოლოდ მას შემდეგ მიიღებდნენ ზომებს, თუ მამაკაცი ცოლს მოკლავდა. აღნიშნული კადრების გავრცელების შემდეგ, პოლიცია იძულებული გახდა, გამოძიება ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული ძალადობის მუხლით დაეწყო.

 

0

ავტორი: