17:30:49     06-05-2020
იტალია მკაცრი კარანტინის შემდეგ - რა ხდება კორონავირუსით ერთ-ერთ ყველაზე დაზარალებულ ქვეყანაში? (ფოტოები)
იტალიაში, რომელიც მსოფლიოში კორონავირუსით ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანააა, ორთვიანი მკაცრი კარანტინის შემდეგ, დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო.
ამ დროისათვის ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე, დაშვებულია პარკებსა და სკვერებში სეირნობა, ახლო ნათესავების და რეგულარული პარტნიორების მონახულება. გაიხსნა ეკლესიები, თუმცა ნებადართულია შენობაში არაუმეტეს 15 ადამიანის ყოფნა, რომელთაც უნდა დაიცვან უსაფრთხო მანძილი და ნიღბები გამოიყენონ. შესაძლებელი იქნება საკვები ობიექტიდან შეკვეთის წაღება. მაღაზიები, რესტორნები, ბარები, სავაჭრო ცენტრები, სპორტული დარბაზები, საცურაო აუზები და სილამაზის სალონები ისევ დახურულია.
ნახეთ ფოტოები:
0