მიხეილ სააკაშვილს უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ ნიშნავენ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ ნიშნავენ />


  14:28:33     06-05-2020

მიხეილ სააკაშვილს უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ ნიშნავენ

a99119.jpg

საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მას უკრაინის ეროვნული რეფორმების საბჭოში ნიშნავენ, თუმცა არა საბჭოს მდივნის, არამედ აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ, - ამის შესახებ ინფორმაციას „ცენზორ.ნეტ“-ი „დოიჩე ველეზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

„არა მდივნად, არამედ აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ,“- აღნიშნა მიხეილ სააკაშვლმა გამოცემასთან საუბარში, თუმცა ის თანამდებობაზე დანიშვნის ზუსტ თარიღს ვერ ასახელებს.

ცნობისათვის, მანამდე „ცენზორ.ნეტ“-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ, დიდი ალბათობით, დღეს უკრაინის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის რეფორმების ეროვნული საბჭოს მდივნად დანიშვნის შესახებ განცხადებას გააკეთებდა. „6 მაისს ველით პრეზიდენტის ბრძანებას მიხეილ სააკაშვილის რეფორმების ეროვნული საბჭოს მდივნად დანიშვნის შესახებ. საბჭოს თავმჯდომარე თავად პრეზიდენტია. ამასთან ერთად, პრეზიდენტი გაზრდის სააკაშვილის უფლებამოსილებას - იგი მიიღებს უფლებას, მონაწილეობა მიიღოს მინისტრთა კაბინეტის სხდომებში,“- წერდა „ცენზორ.ნეტ-ის“ მთავარი რედაქტორი, იური ბუტუსოვი.

0

ავტორი: