მეპატრონეები ცდილობენ, ეს სახლი გააჩუქონ, რადგან მოჩვენებების გამო მისი ყიდვა არავის სურს მეპატრონეები ცდილობენ, ეს სახლი გააჩუქონ, რადგან მოჩვენებების გამო მისი ყიდვა არავის სურს />


  13:52:35     06-05-2020

მეპატრონეები ცდილობენ, ეს სახლი გააჩუქონ, რადგან მოჩვენებების გამო მისი ყიდვა არავის სურს

a99116.png

ეს სახლი 1920-ანი წლების ბოლოს არის აშენებული ლუიზიანას შტატში. მეპატრონეების დიდი ხნის განმავლობაში მის გაყიდვას ცდილობდნენ, თუმცა მყიდველი არ ჩანდა. მიზეზი სახლის ძველმოდური დიზაინი არაა, საქმე იმაშია, რომ იქ მოჩვენება ბინადრობს.

რაც არ უნდა დაუჯერებლად ჟღერდეს, ამის ყველას სჯერა - სახლის მეპატრონეებისა და პოტენციური მყიდველების ჩათვლით და, სავარაუდოდ, ამის სერიოზული მიზეზიც აქვთ - წერს გამოცემა Lad Bible.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ეს სახლი არც თუ ისე კარგი რეპუტაციით სარგებლობს. ამჟამინდელი მეპატრონის - დოუნ დეკლოტის ოჯახს ეს მიწა ჯერ კიდევ 1890-ანი წლებიდან ეკუთვნოდა. ამიტომ ქალმა თავისი ოჯახის უძველესი ისტორია კარგად იცის. ის ირწმუნება, რომ დიდი ბებიის მოჩვენება მასთან ერთად უკვე დიდი ხანია ცხოვრობს. მას სიცოცხლეში ძალიან უყვარდა კერძების მომზადება, ამიტომ, თუ სამზარეულოში, გაზქურაზე ან ღუმელში რაიმეს მომზადებას გადაწყვეტს, ბებიის მოჩვენება თავს ვერ იკავებს და სამზარეულოს ნივთებს ახმაურებს.

"ბებია ადელი გამხდარი, პატარა ტანის ქალი იყო. მას ხშირად ვხედავ ხოლმე. მინდა გითხრათ, რომ ძალიან უწყინარია, რადგან სიცოცხლეშიც კეთილი ქალი იყო და შეუძლებელია, მისმა მოჩვეებამ ვინმეს ავნოს" - განაცხადა დეკლოტმა.

ქალი დიდი ხანია სახლის გაყიდვას ცდილობს. წინა მოიჯარემ მოჩვენებებზე მონადირეც კი გამოიძახა პოლტერგეისტის სახლიდან გასადევნად, მაგრამ ამაოდ - ბებია ადელის მოჩვენება ისევ იქ ცხოვრობს. 

0

ავტორი: