17:07:56     05-05-2020
ბათუმში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ჭურვი იპოვეს
ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში კოროზირებული ჭურვი სანდასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა იპოვეს. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მივიდნენ.
ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 236-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში მოხუცი მამაკაცი იმყოფებოდა. საცხოვრებელი სახლის დალაგების მიზნით, მეზობლებმა სანდასუფთავების სამსახურის თანამშრომლები მიიყვანეს, სადაც ჭურვი იპოვეს. თავად, სახლის მეპატრონე გამოკითხვაზეა გადაყვანილი.
0