15:29:18     05-05-2020
BBC: ახლო აღმოსავლეთში კორონავირუსი ირანულმა ავიაკომპანიამ გაავრცელა
ახლო აღმოსავლეთში კორონავირუსი ირანულმა ავიაკომპანია Mahan air-მა გაავრცელა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც BBC იუწყება, გამოძიების ანგარიშის მიხედვით, Mahan air-ის თვითმფრინავებმა ინფიცირებული მგზავრები ირანიდან ლიბანსა და ერაყში გადაიყვანეს, რის შემდეგაც ორივე ქვეყანაში კოვიდ-19-ით ინფიცირების პირველი შემთხვევები გამოვლინდა.
BBC წერს, რომ ეკიპაჟის წევრები ავიაკომპანიამ გააჩუმა, როდესაც ცდილობდნენ, ხმამაღლა გამოეხატათ შეშფოთება ვირუსთან დაკავშირებულ მდგომარეობასა და დამცავი აღჭურვილობის ნაკლებობაზე. ფრენის მონაცემების ბაზა ასევე აჩვენებს, რომ ავიაკომპანია რამდენჯერმე გაფრინდა ჩინეთში, თეირანის მიერ ფრენის აკრძალვის მიუხედავად.
0