23:27:53     03-05-2020
კორონავირუსის გამო გამოცხადებული კარანტინი ახალშობილის სიკვდილის მიზეზი გახდა - ქალმა სახლში იმშობიარა, რადგან ვირუსის ეშინოდა
მოსკოვში ახალშობილი მშობიარობის დროს გარდაიცვალა.
მე -5 არხის მიერ გავრცელებული ინფრომაციის თანახმად, წყვილს სასწრაფოს გამოძახებისა და სამშობიაროში წასვლის შეეშინდა, რადგან არ სურდათ კორონავირუსი შეხვედროდათ, თუმცა ამან მდგომარეობა გააუარესა - მძმე მშობიარობის გამო ბავშვი დაბადებამდე რამდენიმე წუთით ადრე გაიგუდა.
როგორც გარდაცვლილი ბავშვის მამა აცხადებს, ქვეყანაში გამოცხადებულმა მკაცრმა შეზღუდვებმა მათზე ძალიან იმოქმედა, რადგან ძალიან იყვნენ შეშინებულნი.
27 წლის ქალის მშობიარობა ხუთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ახლა ის საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
0