მსოფლიო დიდი საფრთხის წინაშე დგას, დედამიწაზე კლიმატური კატასტროფების რისკები იმატებს - NASA-მ შემზარავი კადრები გამოაქვეყნა მსოფლიო დიდი საფრთხის წინაშე დგას, დედამიწაზე კლიმატური კატასტროფების რისკები იმატებს - NASA-მ შემზარავი კადრები გამოაქვეყნა />


  23:25:07     03-05-2020

მსოფლიო დიდი საფრთხის წინაშე დგას, დედამიწაზე კლიმატური კატასტროფების რისკები იმატებს - NASA-მ შემზარავი კადრები გამოაქვეყნა

a99013.png

NASA-მ  გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ანტარქტიდაზე მყინვარების დნობის პროცესია ასახული. ამისათვის გამოყენებულია ICESat-2 სატელიტის საშუალებით მიღებული მონაცემები, რომლებიც გასული 16 წლის განმავლობაშია გადაღებული.

2003 წლიდან 2019 წლამდე სატელიტმა ჩაიწერა ყინულის დნობის პროცესი დასავლეთ ანტარქტიდაში. ამან განაპირობა ზღვის დონის ზრდა 14 მილიმეტრით. ამასთან, ანტარქტიდის აღმოსავლეთ ნაწილში მყინვარების რაოდენობა გაიზარდა.

გლობალური დათბობის გამო, ყოველწლიურად 118 გიგატონი ყინული დნება ანტარქტიდაში, ხოლო გრენლანდიაში 200 გიგატონი.

მეცნიერებმა ასევე დააფიქსირეს ოზონის ფენის რღვევა. ანტარქტიდის ზემოთ, ოზონის ფენა ასევე თანდათანობით იშლება, მაგრამ არა ასეთი ტემპებით. მსოფლიო დიდი საფრთხის წინაშე დგას - ამან, შეიძლება, სერიოზულ შედეგებამდე მიგვიყვანოს.

0

ავტორი: