16:25:28     01-05-2020
ევროპარლამენტის შენობა დროებით უსახლკარო ქალთა თავშესაფრად გადაკეთდა
ბრიუსელში, ევროპარლამენტის ერთ-ერთი შენობა დროებით უსახლკარო ქალების თავშესაფრად გადაკეთდა. ამ დროისთვის, შენობაში 100 ქალი ცხოვრობს, რომელთა უმეტესობა ოჯახში ძალადობის მსხვერპლია.
BBC-ის ინფორმაციით, შენობაში მდებარე ოფისები საძინებლებად გადაკეთდა. თითო მათგანში ერთი ქალია მოთავსებული. მათ უფასოდ მიეწოდებათ საკვები და საჭირო მედიკამენტები.
უფლებადამცველ ორგანიზაციებში აცხადებენ, რომ მკაცრი კარანტინის პირობებში, ოჯახში ძალადობის შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა.
„ჩვენ ბევრი შემთხვევა გვქონდა, როცა ქალები უბრალოდ ქუჩაში გამოყარეს“,-აცხადებენ საქველმოქმედო ორგანიზაცია Samusocial-ში.
ამ დროისთვის, ევროპარლამენტის შენობების უმეტესობა ცარიელია. მნიშვნელოვანი შეხვედრები და კონფერენციები ვიდეო ფორმატით იმართება.
0