ტრამპი ჯანმოზე: ჩინეთის პიარ-სააგენტოსავით იქცევიან, სირცხვილი მათ... ბოდიშს არ უნდა იხდიდნენ, როდესაც ისეთ საზარელ შეცდომებს უშვებენ, რომელსაც ასობით ათასი ადამიანის სიკვდილი მოჰყვა ტრამპი ჯანმოზე: ჩინეთის პიარ-სააგენტოსავით იქცევიან, სირცხვილი მათ... ბოდიშს არ უნდა იხდიდნენ, როდესაც ისეთ საზარელ შეცდომებს უშვებენ, რომელსაც ასობით ათასი ადამიანის სიკვდილი მოჰყვა />


  13:00:06     01-05-2020

ტრამპი ჯანმოზე: ჩინეთის პიარ-სააგენტოსავით იქცევიან, სირცხვილი მათ... ბოდიშს არ უნდა იხდიდნენ, როდესაც ისეთ საზარელ შეცდომებს უშვებენ, რომელსაც ასობით ათასი ადამიანის სიკვდილი მოჰყვა

a98963.jpg

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას უნდა რცხვენოდეს.

"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას უნდა რცხვენოდეს, რადგან როგორც ჩინეთის პიარ სააგენტო მოქმედებენ. აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას წელიწადში 500 მილიონ დოლარს უხდის, ხოლო ჩინეთი 38 მილიონ დოლარს. საქმე არ არის იმაში, რომ მეტს ვიხდით. ბოდიშს არ უნდა იხდიდნენ, როდესაც საზარელ შეცდომებს უშვებენ, განსაკუთრებით ისეთ შეცდომებს, რომელსაც ასობით ათასი ადამიანის სიკვდილი მოჰყვა“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე.

15 აპრილს აშშ-მა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსება შეაჩერა. დონალდ ტრამპის თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის საფრთხის შესახებ დროული და სათანადო ინფორმაცია არ გაავრცელა.

0

ავტორი: