„შენი დაიკო ბევრ კითხვას დამისვამდა შენზე, მამიკო კი თავის მეგობრებთან იამაყებდა შენით“ - მსახიობი, რომელსაც ცოტა ხნის წინ შვილი დაეღუპა და ფოტო, რომელიც დაკრძალვამდე გადაიღეს „შენი დაიკო ბევრ კითხვას დამისვამდა შენზე, მამიკო კი თავის მეგობრებთან იამაყებდა შენით“ - მსახიობი, რომელსაც ცოტა ხნის წინ შვილი დაეღუპა და ფოტო, რომელიც დაკრძალვამდე გადაიღეს />


  23:42:43     30-04-2020

„შენი დაიკო ბევრ კითხვას დამისვამდა შენზე, მამიკო კი თავის მეგობრებთან იამაყებდა შენით“ - მსახიობი, რომელსაც ცოტა ხნის წინ შვილი დაეღუპა და ფოტო, რომელიც დაკრძალვამდე გადაიღეს

a98950.png

32 წლის ამერიკელმა მსახიობმა კარა კიფმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა სევდიანი ფოტო

სურათი გადაღებულია კარას მშობიარობის შემდეგ. ის გულზე იხუტებს თავის პატარას, რომელიც რული მშობიარობის დროს დაიღუპა, მისი ფეხბურთელი მეუღლე ეხვევა ცოლ-შვილს

„დღეს სამი კვირა შეგისრულდებოდა. დილით გაიღვიძებდი და კიდევ უფრო შეგვაყვარებდი თავს. მე კი ორი შვილის დედობას თანდათან ვისწავლიდი. შენი პატარა დაიკო  დასვამდა ბევრ კითხვას შენზე, მამიკო კი თავის ფეხბურთელ მეგობრებთან იამაყებდა შენი. მე დაღლილი, მაგრამ ბედნიერი ვიქნებოდი ამ ყველაფრით, ამის ნაცვლად კი... ძალიან გვენატრები...“ - დაწერა კარამ.

მან აღნიშნული პოსტით არა მხოლოდ თავისი მწუხარების გაზიარება, არამედ იმ წყვილების დახმარება გადაწყვიტა, რომლებმაც მსგავსი ტრაგედია გაიარეს. როგორც კარამ აღნიშნა, მან და მისმა მეუღლემ გადაწყვიტეს, დაღუპული ახალშობილი ორგანოთა დონორი ყოფილიყო და მრავალი სხვა ბავშვის სიცოცხლე გადაერჩინა.

წყვილს ოთხი წლის ქალიშვილი ჰყავს, მეორე ორსულობის შესახებ კი ოქტომბრის დასაწყისში ამცნო თავის გულშემატკივრებს და მთელი ამ დროის განმავლობაში მოუთმენლად ელოდებოდა კიდევ ერთი პატარას დაბადებას.

0

ავტორი: