08:01:46     30-04-2020
ყინწვისის მონასტრის წინამძღვარს პატიმრობა შეეფარდა
გორის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა და ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარს მამა დავით აქიაშვილს, ერისკაცობაში კობა კობაიძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ადვოკატები ბექა ნემსიწვერიძე და ალექსანდრე კობაიძე ბრალდების მხარის პოზიციას არ იზიარებდნენ და აღკვეთის გარეშე დატოვებას ან გირაოს ითხოვდნენ, რადგან მათი თქმით, საქმეში საკმარისი მტკიცებულებები არაა და ბრალდებულის არ აღიარებს დანაშაულს.
განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარი 27 აპრილს დააკავეს. გამოძების ინფორმაციით, 2020 წლის 20 აპრილს, საღამოს საათებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რიეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, კ.კ.-მ ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღიდან, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა, ავტომანქანით მოძრავ ს.ჟ.-ს მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა. შემთხვევის ადგილიდან ს.ჟ.-მ გარიდება შეძლო.
0