„გეხვეწებით, არ დაუშვათ, რომ მოვკვდე“ - კორონავირუსით დაავადებული ექთანი თავის თანამშრომლებს სიცოცხლის შენარჩუნებას სთხოვს „გეხვეწებით, არ დაუშვათ, რომ მოვკვდე“ - კორონავირუსით დაავადებული ექთანი თავის თანამშრომლებს სიცოცხლის შენარჩუნებას სთხოვს />


  23:58:28     29-04-2020

„გეხვეწებით, არ დაუშვათ, რომ მოვკვდე“ - კორონავირუსით დაავადებული ექთანი თავის თანამშრომლებს სიცოცხლის შენარჩუნებას სთხოვს

a98886.png

35 წლის ინგლისელი მედდა კელი უორდი რამდენიმე კვირის განმავლობაში კოვიდინფიცირებულ პაციენტებს უვლიდა ბრედფორდის საავადმყოფოში. 

19 აპრილს დამატებითი ცვლის დროს მან შენიშნა, რომ მსუბუქი ხველა ეწყებოდა. პარამედიკს თავდაპირველად ყურადღება არ მიუქცევია, ვინაიდან მთლიანობაში თავს მშვენივრად გრძნობდა. თუმცა, ამ დღის შემდეგ სახლში წასვლა ვეღარ მოახერხა, რადგან ვირუსმა ერთიანად გამოაცალა ძალა და ტკივილის მეტს ვეღარაფერს გრძნობდა.

როდესაც კელი პალატაში მოათავსეს, პანიკაში ჩავარდა და წამოდგომა სცადა, თუმცა სხეულისა და კუნთების ტკივილის გამო ფეხზე დგომა ვერ შეძლო და იატაკზე დავარდა.

„გემოს შეგრძნება დავკარგე, მადა აღარ მქონდა, არ ვიცოდი, თუ გადავიტანდი, ყველა ნაწილი მტკიოდა, ყელი კი ისე მქონდა, რომ საუბრის ნაცვლად ჩემს კოლეგებთან ჟესტების ენაზე მქონდა ურთიერთობა“  - კელი უორდი.

საბოლოოდ, ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა ისე დამძიმდა, რომ მისი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიერთება გახდა საჭირო.

„ვგრძნობდი, რომ მალე მოვკვდებოდი და ჩემს კოლეგებს სიცოცხლის შენარჩუნებას ვთხოვდი, მეგონა ბოლო საათებს ვითვლიდი“ - თქვა კელიმ.

რამდენიმე დღიანი ბრძოლის შემდეგ ბრედფორდის მედიკოსებმა უორდის მდგომარეობის გაუმჯობესება მოახერხეს, ერთი კვირის შემდეგ კი ქალი გონზე მოვიდა და ახლა ვირუსის ორგანიზმიდან გასვლას ელოდება, რომ ოჯახს დაუბრუნდეს.

0

ავტორი: