"კობა კობაიძეს შელაპარაკება მოუვიდა ყინწვისის მონასტერში სუფრად მყოფ საბა ჟღენტთან, რის შემდეგაც გადაწყვიტა საბა ჟღენტის მოკვლა" - რას წერს გამოძიება ბრალის დადგენილებაში? "კობა კობაიძეს შელაპარაკება მოუვიდა ყინწვისის მონასტერში სუფრად მყოფ საბა ჟღენტთან, რის შემდეგაც გადაწყვიტა საბა ჟღენტის მოკვლა" - რას წერს გამოძიება ბრალის დადგენილებაში? /> "/> " />


  18:38:12     29-04-2020

"კობა კობაიძეს შელაპარაკება მოუვიდა ყინწვისის მონასტერში სუფრად მყოფ საბა ჟღენტთან, რის შემდეგაც გადაწყვიტა საბა ჟღენტის მოკვლა" - რას წერს გამოძიება ბრალის დადგენილებაში?

a98883.jpg

გორის რაიონულ სასამართლოში მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებული სასულიერო პირის პროცესი იწყება.

ტელეკომპანია "რუსთავი 2" დოკუმენტს ავრცელებს. გამოძიება ბრალის დადგენილებაში აღწერს 20 აპრილის ინცინდენტს, რა დროსაც გამოძიების ინფორმაციით, სასულიერო პირმა მეორე მღვდელს ავტომატიდან 10-ჯერ ესროლა.

"2020 წლის 20 აპრილს, დღის საათებში, ყინწვისის მამათა მონასტერში, კობა კობაიძეს შელაპარაკება მოუვიდა ამავე მონასტერში სუფრად მყოფ - საბა ჟღენტთან. განაწყენებულმა კობა კობაიძემ გადაწყვიტა საბა ჟღენტის მოკვლა. იმავე დღეს, საღამოს საათებში კობაიძე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითა და საბრძოლო მასალით მივიდა სოფელ რიეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვინაიდან მისთვის ცნობილი იყო, რომ სწორედ იქ უნდა გაევლო საბა ჟღენტს ავტომანქანით. კობა კაობაიძე ჩაუსაფრდა ცეცხლსასროლი იარაღით მომარჯვებული და დაელოდა საბა ჟღენტის გამოჩენას. დაახლოებით 18 საათზე აღნიშნულ ადგილას გამოჩნდა საბა ჟღენტის ავტომანქანა. კობა კობაიძემ, შურისძიების მოტივით, მკვლელობის განზრახვით, ავტომატიდან დაახლოებით 10-ჯერ ესროლა საბა ჟღენტს. თუმცა მისი მოკვლა ვერ შეძლო, რადგან საბა ჟღენტი ავტომობილით შემთხვევის ადგილს გაერიდა,"- აღნიშნულია დოკუმენტში. 

ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით ედავება.

0

ავტორი: